30 წელი, ერთგულად ონის სამსახურში

by magda

01.04.2023წ.

30 წელი, ერთგულად ონის სამსახურში!
იზო თოდაძე – ნოდარიშვილი, ბავშობიდან დაინტერესებული იყო ხელოვნებით, ხატავდა და მუშაობდა ჭედურობაზე.
ქალბატონი იზო არის ხალხური ოსტატი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“. ასევე, ადგილობრივ და რესპუბლიკურ გამოფენებში მიღებული აქვს ლაურეატის წოდება და ოქროს მედლები.
პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
1968-1998 წლებში ხელმძღვანელობდა, ქალაქ ონის კულტურის სახლს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალმა ნიჭიერმა თაობამ გაიარა, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა ფესტივალებზე, იყო მხატვარ დეკორატორი, ქმნიდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამოსელს, მისი კომპოზიციით დაიდგა „რაჭული-ოღრო ჩოღრო“.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content