ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

by magda

15.03.2023წ.

15 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის დასაწყისში გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს მოუწოდა გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ახალი შემართებით და სრული პასუხისმგებლობით განაახლონ დაკისრებული მოვალეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში, მეტი კომუნიკაცია იქონიონ მერიის შესაბამის სამსახურებთან, რათა საქმე გახდეს შედეგზე ორიენტირებული.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 50 894 ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებულ სიახლეზე.
გიორგი ნოდარიშვილმა ისაუბრა აღნიშნული პროექტის სარგებლიანობის შესახებ, რომ დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ჩართვას ტურისტულ სერვისებში.
რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების ფარგლებში, შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი, რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; ტურისტული სერვისები, განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე, ასევე, შეაფასეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან დასრულებული შეხვედრების შედეგები.
შეხვედრაზე განხილული იქნა გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საჭირო შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკის ადგილზე მობილიზების, ასევე სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგების, გარე განათების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის სერვის ჯგუფი“-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content