109
17.01.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
17 იანვარს, დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია პიპილეთი-ჟაშქვა-ღუნდა-სორგითის მიმართულებით, როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები.
გზების წმენდითი სამუშაოები დასრულდა ბარი-მრავალძლის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.
გზების წმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება