დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა

by magda

05.01.2022.

დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
დილიდან დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამბროლაურის, შოვის, ღების, ირის მიმართულებით. სამუშაო პროცესი მთელი დღის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღის მეორე ნახევრიდან გაგრძელდა შქმერის და ლაგვანთა- ხიდეშლების მიმართულებით.
აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ისე სოფლებში შიდა საუბნო გზები.
დღეს . 5 იანვარას, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ვლადიმერ ბერელიძე და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content