საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ააიპ “ონის ბიბლიოთკა”-ში გაიმართა ღონისძიება “შეხვედრა ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთან”

by magda

30.12.2021წ.

30 დეკემბერს საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ააიპ “ონის ბიბლიოთკა”-ში გაიმართა ღონისძიება “შეხვედრა ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთან”, სადაც წარმოდგენილი იყო 2021 წლის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აქტივობები და 2022 წლის სამოქმდო გეგმა.
ბიბლიოთკის აქტიური მკითხველების მონაწილეობით მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, როგორც ქალაქ ონში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში..
შეხვედრაზე ა(ა)იპ “ონის ბიბლიოთკის” დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის, მეცნიერების და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ააიპ “ონის ბიბლიოთეკა” მკითხველს უმასპინძლებს ახლადრეაბილიტირებულ და კომფორტულ სივრცეში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content