სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით, საქართველოში პირველად ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

by magda

08.12.2021წ.

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით, საქართველოში პირველად ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში წლის ახალგაზრდული მუშაკის 2021-ის ჯილდოს მფლობელი ონელი წარმატებული ახალგაზრდა თამარ ხომასურიძე გახდა, რომელიც ასევე მობილური ახალგაზრდული მუშაკია ონის მუნიციპალიტეტში და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პრეზიდენტი.
ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკებს, საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებსა და ინსტიტუტებს და მათთან ერთად აღნიშნოს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 ახალგაზრდული მუშაკი დაჯილდოვდა, რომლებიც ახალგაზრდული საბჭოს და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდთან ერთად საწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის რეგიონის წლის ახალგაზრდული მუშაკი თამარ ხომასურიძე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდული მიმართულებით.
სასწავლო ვიზიტის შედეგად ახალგაზრდული მუშაკები მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების ადაპტირებას დანერგვას საკუთარ რეგიონში შეძლებენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თამარ ხომასურიძეს და ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს მათ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content