ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში სასტუმრო „რადისონში“ შეხვედრა გაიმართა

by magda

07.12.2021წ.

7 დეკემბერს ქალაქ ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში სასტუმრო „რადისონში“ შეხვედრა გაიმართა,, აღნიშნულ შეხვედრას (M4EG)-ის წევრი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს – სტრატეგიული დაგეგმვიდან კონკრეტული ინიციატივების განხორციელებამდე. ასევე ისაუბრეს M4EG წევრებისთვის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაზე.
ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content