ონის მუნიციპალიტეტში 60 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

23.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში 60 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ონის საავადმყოფოში გაზრდილია აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგო ხიდეშელი ონის საავადმყოფოში ადგილზე იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს, მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა