ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა, 2021 წელს დაიწყო

by magda

18.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა, 2021 წელს დაიწყო .
პროექტი ხორციელდება GIZ-ის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით და ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია CBI.
პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.
“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ 37 საპროექტო წინადადება წარმოადგინა , ხმის მიცემის შემდეგ ეტაპზე 7 იდეა გადავიდა:
მინერალური წყლის ღია ბასეინი – ბექა მაისურაძე
“მინდა წიგნი წავიკითხო თბილ გარემოში” – პროექტი დაგეგმილია სოფელ გლოლაში – ლელა ზაქარაია
სანიაღვრის მოწყობა სოფელ ნიგავზებში – მარიამ მეტრეველი
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფელ ნიგავზებში – სოფიო ბიჭაშვილი
ონში მოედნის სასაფლაომდე მისასვლელილ გზა – თეონა ჯაფარიძე
ტურისტულად აქტიური ადგილებში ბიო ტუალეტების დადგმა – მანანა გობეჯიშვილი
საბავშვო სკვერის მოწყობა სოფელ შქმერში – მიხეილ დაუშვილი
პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის მომდევნო ეტაპი, 31 ოქტომბრამდე გრძელდება.
პროგრამით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტების დაფინანსება ხორციელდება ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content