ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

by magda

01.07.2021წ.

1 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა .
რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები ლაშა ჭიჭინაძე და თემურ ჩანქსელიანი, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იურიდიული ცენტრის გახსნას დაესწრნენ.
. ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრში შესაძლებელი იქნება იურიდიული კონსულტაციის მიღება, ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. ცენტრში იმუშავებს იურისტ-კონსულტანტი თეა ჩიკვაიძე და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლების რწმუნებულებთან. შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 29 საკონსულტაციო ცენტრი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content