ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

by magda

25.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან
25 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშლთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “იერი”, შპს „ ცოტნე“, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის”, შპს „ ორვო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ ონის სერვის ჯგუფი“, შპს „ დელტამშენი“ და შპს „ ამბროლაურგზა 10“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content