ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

14.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
14 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე
და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
წარმომადგენლემა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ,ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები,იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content