ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან

by magda

16.03.2021წ.

მიმდინარე წლის 16 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მერის მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატის ბ.ნ გოჩა ენუქიძის ონის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას, საზედამხედველო სამსახურის მიერ გაწეულ მუშაობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში,ყურადღება გამახვილდა ქალაქის ტერიტორიაზე გამოკვეთილ საჭიროებებზე.
განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა განიხილა მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური აქტივობები, ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
საუბარი შეეხო სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამების დაგეგმვას და სხვა პრობლემურ საკითხებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content