5
08.01.2021წ
როცა განსაცდელი გადაივლის, დგება მადლობების დრო
მადლობა ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მათ ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას, ადგილობრივებს და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მობილიზებულებს, თავდადებული შრომისთვის, თავგანწირვისთვის და საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის
მადლობა ჩვენს დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს, ონის კვლავაც გვერდით დგომისთვის, ყოველდღიური მხარდაჭერისთვის და საჭირო გადაწყვეტილებების (მათ შორის, ვერტმფრენის მობილიზების) უმოკლეს დროში შეთანხმებისთვის
მადლობა ბატონ გიორგი მაქარაშვილს, ქალბატონ ეკა მაისურაძეს და ქალბატონ ქრისტინა კობახიძეს – მხარდაჭერისთვის და ფეხმოუცვლელად ხანძრის კერებთან ყოფნისთვის, მონიტორინგისთვის და მოსახლეობის დამშვიდებისთვის
მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, მაშველთა გვერდით ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩართვის მზადყოფნის გამოცხადებისთვის
დაბოლოს, მადლობა ონის მუნიციპალიტეტის მთელ მოსახლეობას მოთმინებისთვის და ჩვენს მიმართ გამოთქმული იმედისთვის
ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ
დავით ჩიკვაიძე
ონის მუნიციპალიტეტის მერი