3 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა

by magda

03.12.2020წ.

3 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე , ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ეკა მაისურაძე.
სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2019 -2020 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები გაეცნენ 2020- 2021 წლების სამუშაო გეგმას, რომელიც მოწონებული და დამტკიცებული იქნა საბჭოს მიერ.
ეკა მაისურაძის განცხადებით ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჩართულობით შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება, იმისათვის, რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content