COVID-19-ის პრევენციის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება

by magda

17.04.2020წ.

COVID-19-ის პრევენციის მიზნით ონის მუნიციპალიტეტში მრავალი ღონისძიება ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელებულ აქტივობებზე.
17 აპრილს მერის წარმომადგენელი ლევან შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად, ქალაქ ონში არსებულ ყველა სასურსათო მაღაზიას ეწვია, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საჩუქრად პირბადეები, საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები დაურიგა, რომელიც მოიცავდა რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content