ონის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს

by magda

16.04.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ეკა მაისურაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

რეგიონის ხელმძღვანელებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, არსებულ ვითარებას გაეცნენ და ვირუსის გავრცელების კუთხით მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

სამუშაო თათბირის შემდგომ, ონის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ ცხელების ცენტრშიც იმყოფებოდნენ, ექიმებს დისტანციური თერმომეტრი გადასცეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content