31 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა ადგილობრივ მცირე მეწარმეებს.

31 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, გაეცნო მათ საქმიანობას და მოისმინა მეწარმეების ხედვა ბიზნესის განვითარების საქმეში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტიში მცირე მეწარარმეობის განვითარების მნიშვნელობას, ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით.
ადგილობრივმა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა მეწარმეებს გააცნო საგრანტო-საკონკურსო პროგრამები, რომლის დახმარებითაც ისინი, როგორც არსებული, ასევე ახალი ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში ისარგებლებენ.
მუნიციპალიტეტის მერმა, მერიის შესაძლებლობების ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა