ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარე ღარულას, ქვედრულასა და გომრულას წყლის დონის მკვეთრი მატება.

გასული ორი დღის გამმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია მდ.ღარულას წყლის დონის მკვეთრი მატება. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. 
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი-არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე-შუქურა ჯაფარიძე და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს