3
27.11.2024წ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის გარკვეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების (წედისი, კვაშხიეთი, უწერა) აღდგენის სამუშაოები.