25 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

25.12.2019წ

25 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების გეგმებში. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : სოციალურ თემატიკას , ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნას და იმ პრობლემებს , რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მერის განცხადებით, 2019 წელს თემებში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით , მომავალ 2020 წელს ყველა ნიუანსი უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ მოსახლეობას უკეთესი პირობები ექნეს სოფლად საცხოვრებლად.
ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში, საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში თვეში ორჯერ დაინიშნება ტრანსპორტი, რომელიც ხეობის მოსახლეობას პერიოდულად ქალაქთან ურთიერთობის პრობლემას მოუხსნის. მერმა წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ 2020 წელს ახალი შემართებით და ენერგიით შეუდგნენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ასევე წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.
მერის მოადგილის ეკა მაისურაძის განცხადებით, კვირის ბოლომდე თემებში, სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებისთვის დასრულდება საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა მირანდა მეტრეველმა წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა .
შეხვედრას ესწრებოდა შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

მიმდინარე წლის 15 მაისს, გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ გუნდურ ჩემპიონატს „ეტალონი“ უმასპინძლა

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით-კონკურსი გამოცხადდა