ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

24.12.2019წ.

23-24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, გლდანის ოლიმპიური მზადების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონის ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის მოსწავლეები :
ლუკა გუგეშაშვილი ( 55 კგ).
თორნიკე ჯოხაძე ( 60 კგ)
თორნიკე სამხარაძე ( 80 კგ).
სამივე სპორტსმენი გადასულია ფინალურ ტურში.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ფინალში გამარჯვებას უსურვებს ახალგაზრდებს და შემდგომში მრავალ წარმატებას გულშემატკივრების გასახარად.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა