7
23.10.2019წ
23 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატზე, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციის წახალისებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი.