16 მაისს ონის მუნიციპალიტეტის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა

მსურველები სოფელ წედისში მცხოვრები წყვილები იყვნენ

16 მაისს ონის მუნიციპალიტეტის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. მსურველები სოფელ წედისში მცხოვრები წყვილები იყვნენ.
საყოველთაო ჯვრისწერები სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის ლოცვა- კურთხევით და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. ჯვარდაწერილ წყვილებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საყოველთაო ჯვრისწერები მომავალშიც გაიმართება.

 

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს