ონის მერმა, ემზარ საბანაძემ „ევროტექნიქსის“ და სავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

თათბირზე განიხილეს სოფ.უწერაში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები

მიმდინარე წლის 16 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, საგანგებო შეხვედრა გამართა შ.პ.ს „ევროტექნიქსის“ და სავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის წარმომადგენლებთან.
თათბირზე განიხილეს სოფ.უწერაში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზები,
რის გამოც კონტრაქტორ კომპანიას მიეცა კონკრეტული მითითებები ხარვეზების გამოსასწორებლად.

 

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს