13 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა

01.07.2022წ.

13 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა, რის გამოც საჭირო გახდა სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის მოწყობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა