ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ღარულამ, დაარღვია დამცავი ნაპირსამაგრი გაბიონი და  საფრთხე შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზის სავალ ნაწილს, ასევე დააზიანა სოფელში არსებული სამი საფეხმავლო ხიდი.

ამ დროისათვის, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის მიყენებულ ზარალს  და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.

დილიდან სტიქიის ზონაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ  მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე –  ბაჩანა მარკოიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა