6
03.08.2020წ.
დღეს 3 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებში ნაკიეთსა და უწერაში (ჟამიერეთუბანში) იმყოფებოდნენ, დაზარალებული ოჯახები მოინახულეს , რომლებსაც 28 ივლისის სტიქიურმა მოვლენებმა საცხოვრებელი ფართები და სავარგულები საგრძნობლდ დაუზიანა.
ხვალ დილიდან სოფელ ნაკიეთში დაიწყება დატბორილი და დაშლამული სახლების გასუფთავება როგორც ცოცხალი ძალით ასევე ტექნიკით (ბობკატი, ჯისიბი).
სამაშველო ღონისძიენაში ჩართული იქნებიან მოხალისეები.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტიქიით დაზარალებულ სხვა სოფლებსაც მოინახულებენ.