ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის – იად ვაშემის მიერ. მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის მონუმენტის გახსნა

29.08.2020წ.

გიწვევთ
2 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. ონში, კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის – იად ვაშემის მიერ. მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის მონუმენტის გახსნაზე.
მონუმენტი აიგო ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ისრაელის სახლის” ინიციატივით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მცირე კონცერტი , შესრულდება ქართული და ებრაული სიმღერები, ხოლო ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყობა ფოტო – გამოფენა.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, აგრეთვე სტუმრები ისრაელიდან. ღონისძიების მონაწილეები ეწვევიან ონის სინაგოგას, რომელსაც წელს შეუსრულდა 125 წელი.
ჰოლოკოსტის მონუმენტი და სინაგოგა, ლაილაშის სინაგოგასთან ერთად, გაერთიანდება ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში.
ღონისძიებას მხარს უჭერს ევროსაბჭოს მიერ სერთიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია (AEPJ).

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა