ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას

01.09.2020წ.

ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას!
ჩემო საამაყო ახალგაზრდებო, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის, ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია.
სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ცოდნის და განათლების მისაღებად. ონელი აბიტურიენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მიღწეული წარმატებებით. ტრადიცია გრძელდება და ეს ძალიან გვახარებს. თქვენს ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის ხვალინდელი დღე.
ისურვებთ წინსვლას, განვითარებას, ახალ – ახალ მიღწევებს და დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!
სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმართ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყნას. თქვენი სახით გვეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე,!
მუდამ თქვენი გულშემატკივარი და მეგობარი დავით ჩიკვაიძე ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.