10
16.08.2023წ.
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
ადგილზე იმყოფებოდნენ, რაჭა – ლეჩხუმი სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან – იოსებ ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა შექმნილ საველე შტაბში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.