ქალაქ ონში, ბარათაშვილის ქუჩაზე, (მოედნის უბანი, მთავარანგელოზის ეკლესიასთან) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული – პავლე ბერიშვილის მემორიალური დაფა მისსავე სახლის წინ გაიხსნა

10 ივნისს, ქალაქ ონში, ბარათაშვილის ქუჩაზე, (მოედნის უბანი, მთავარანგელოზის ეკლესიასთან) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული – პავლე ბერიშვილის მემორიალური დაფა მისსავე სახლის წინ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი -ირმა მაქარაშვილი,
ონის მუნიციპალიტეტის მერი – ემზარ საბანაძე, მოადგილე ეკა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მემორიალური დაფა გაიხსნა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივით ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,ასევე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ “sovlab” სიმბოლური თემატური დაფა დაამზადა პავლე ბერიშვილის როგორც რეპრესიის მსხვერპლის სახელის უკვდავსაყოფად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა