პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას აგრძელებს

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას აგრძელებს.
მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქალაქ ონის კულტურის ცენრტში, ორგანიზატორებმა გამოფენა და ფილმი ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს წარუდგინეს, აქვე გაიმართა ისტორიკოსების – ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და დოკუმენტური ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები. გამოფენაზევე დარიგდა დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი “ერობა”.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.
ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
გამოფენას, ასევე, მხარს უჭერდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი -ირმა მაქარაშვილი,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ უგრეხელიძე,
ონის მუნიციპალიტეტის მერი – ემზარ საბანაძე, მოადგილე ეკა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე