ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.

01/07/2026

 სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.
 მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოების სრულმასშტაბიანად განხორციელების მიზნით, მდინარე ხეორზე (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) დროებითი ხიდი მოეწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ავტოტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით ისარგებლებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა