ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

01.07.2026წ.

ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
 პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება.
 სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.
 მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოების სრულმასშტაბიანად განხორციელების მიზნით, მდინარე ხეორზე (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) დროებითი ხიდი მოეწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ავტოტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით ისარგებლებს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს