უახლოეს პერიოდში პიპილეთის საჯარო სკოლისთვის, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ტრანსპორტი გამოიყოფა

01.12.2023წ.

უახლოეს პერიოდში პიპილეთის საჯარო სკოლისთვის, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ტრანსპორტი გამოიყოფა.
️რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაზე პედაგოგებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სკოლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
პედაგოგების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სკოლისთვის უმთავრეს გამოწვევაზე, რომელსაც მოძველებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს და რომლითაც მოსწავლეების გადაადგილება ხორციელდება, აგრეთვე, სოფელში სტადიონის საჭიროებაზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა პრობლემების დროულად მოგვარებისთვის უახლოეს პერიოდში მოხდება სკოლისთვის ტრანსპორტის გამოყოფა.
‘’მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა განათლება მიიღოს უსაფრთხო და დაცულ გარემოში, რისთვისაც ჩვენ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ.
“მე ვარ ამაყი, რომ ონის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად მაღალი ქულებით ირიცხებიან. მჯერა, პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან ამ მხრივ გამორჩეულები არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით“ – მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა