ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

01.12.2023წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, რომელთა დაფინანსებაც იგეგმება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.
1 დეკემბერს ბიუჯეტის საჯარო განხილვა ასევე გაიმართა გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯინჭვისში.
შეხვედრის მიზანი 2024 წლის ბიუჯეტის გამჭვირვალობას წარმოადგენდა, შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიეღო ამომწურავი ინფორმაცია.
ღონისძიებების ორგანიზატორია ონის მუნიპალიტეტის მერია, ტექნიკური მხარდამჭერია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.
USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

 

Related posts

მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა