38
12.08.2023წ.
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს.
მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მუშაობა გრძელდება 10 ლოკაციაზე.
სტიქიის ზონაში გაჭრილი ახალი გზის საშუალებით სპეციალური ტექნიკის დახმარებით გუშინ და დღეს ჯამში 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს.
დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ამ დროისთვის ნაპოვნია 22 ცხედარი – საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება.