სტიქიიდან მეშვიდე დღეს, ელექტროენერგია რაჭის ყველა სოფელს მიეწოდება

by magda

04.08.2020წ.

სტიქიიდან მეშვიდე დღეს, ელექტროენერგია რაჭის ყველა სოფელს მიეწოდება

რაჭაში, სტიქიის ზონის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაა აღდგენილია. გრძელდება გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან მისასვლელი გზებისა და დაზიანებული ხიდების აღდგენა.

ამ დროისათვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი ჟამიერეთისა და გომი-ჯინჭვისის მიმართულებით.

აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, მუნიციპალიტეტში სტიქიის მიერ მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალსაც ითვლიან.

7 დღის წინ ღვარცოფმა რაჭის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content