27
29.07.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია ათამდე ხიდი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ასევე, ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი წყალმა წაიღო, შესაბამისად გადაადგილება გართულებულია. ზარალი საკმაოდ დიდია და რეგიონში რთული ვითარებაა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკაიძემ განცხადებით, ჯერჯერობით დათვლილი არ არის ზარალის ოდენობა, თუმცა, სტიქიის გამო ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა იმედნად დაზიანდა, რომ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მისივე თქმით, მალევე იგეგმება კიდევ რამდენიმე მოქალაქის უსაფრთხო ადგილში გადაყვანა, ვინაიდან არსებობს ღვარცოფის საშიშროებაც. ადგილზე მუშაობს მაშველთა ბრიგადაც. სტიქიის შედეგად,არავინ დაშავებულა.