6
23.03.2023წ.
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
23 მარტს, ონის საჯარო სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან – ლევან შერაზადიშვილთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 3 წარჩინებულ მოსწავლეს – სოფო გობეჯიშვილს, ნინო მემანიშვილს, მარიამ მაისურაძეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.