11
03.08.2020წ.
დღეს 3 აგვისტოს , მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორიდან ვერტმფრენით მძიმე ავადმყოფის გადმოყვანა მოხერხდა, ავადმყოფს თან ახლდა სამედიცინო პერსონალი . ონში ავადმყოფს დახვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილზე მობილიზებული იყო რეანომობილი , რომელმაც პაციენტი ოპერატიულად ქალაქ თერჯოლის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.