8
11.10.2024წ.
სოფელ ლაჩთაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) მიმდინარეობს.
მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო საავტომობილო გზაზე მიმდინარე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების პროცესს.
პროექტი საავტომობილო დაპროფილებას, გრუნტის დამუშავებას, მონოლითური რკ/ბეტონის საყრდენი კედლის და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება.