6
13.08.2023წ.
სოფელ გლოლაში 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ჩხოჭურის წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რომლებიც შეხვდნენ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელ გლოლაში ჩხოჭურის წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ონის და ამბროლაურის სერვის ცენტრი ახორციელებს.