სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

12.07.2025წ.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე, სოფელ გლოლასთან, მდინარე ჭანჭახზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწესრიგების სამუშაოები.
ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა შოვის სტიქიური მოვლენების დროს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, დროებითი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, დამონტაჟდა დროებითი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ამჟამად განახლებულმა ხიდმა შეცვალა.
მოეწყო ახალი ბურჯები, რეაბილიტირდა მოაჯირები და ხიდის სავალი ნაწილი, მიერთებები და ხიდთან მისასვლელი გზები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა