ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე ჯამში მოეწყო 474 მეტრი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას

12.07.2025წ.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე ჯამში მოეწყო 474 მეტრი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას.
გარდა ამისა, მესამე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან.
პროექტის შესაბამისად შენდება ახალი ორმალიანი, 76.2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილების პირობებს.
მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო
იხილეთ ვრცლად:https://shorturl.at/d4AaA

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო