ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო

12.07.2025წ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ მემორიალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.
მემორიალი 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ შენდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს, სტიქიის შედეგად დაზიანებული, შოვამდე მისასვლელი ორი ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
იხილეთ ვრცლად:https://shorturl.at/d4AaA

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა