საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

02.04.2026წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და რეფორმების განხორციელების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საუბარი შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწას, სკოლებში რეპეტიტორიუმის შემოღებას, პროფესიული განათლების პრიორიტეტულობასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობას.
შეხვედრაზე მშობლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით და მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
მშობლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა