რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

02.04.226წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, მერიის, საკრებულოსა და ააიპ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივად მოაწესრიგეს სკვერები, ტურისტულად აქტიური ლოკაციები და მიმდებარე ტერიტორიები.
მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაცვას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა