საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ამბროლაურის ფილიალში სამუშაო შეხვედრა შედგა

22.09.2022წ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, ამბროლაურის ფილიალში სამუშაო შეხვედრა შედგა.
 სამუშაო შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან, ონის საკრებულოს თავმჯომარესთან – ბაჩანა მარკოიშვილთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან – ზვიად მხეიძესთან ერთად ესწრებოდა.
კატასტროფებისთვის მზადება და რეაგირება, შინმოვლისა და საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა-გაუმჯობესება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა და სხვა ძირითადი საკითხები იყო შეხვედრის მიზანი, რაზეც აქტიურად იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე, მიმდინარე და სამომავლო გეგმებთან ერთად იმსჯელეს რეგიონში მოხუცთა თავშესაფრის არსებობაზე, რომლის სამშენებლო სამუშაოები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზეა შესძლებელი და ამ მხრივ გასატარებელი ყველა საჭირო ღონისძიებები განიხილეს.
 სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ქრისტინე კობახიძემ მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს იმ საჭირო პროექტებისათვის და დახმარებისთვის რასაც რეგიონში ახორციელებენ და გამოთქვა მზაობა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ნინო სამადალაშვილი- საქართველოს წლითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების განვითარების კოორდინატორი, ირინა კერესელიძე- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების განვითარების კოორდინატორი და თინათინ კიკიბიძე რესურსების მობილიზების კოორდინატორი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — შქმერის, ბოყვის, ზვარეთის, ხეითის და კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.